მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში უკვე არის. მაგალითად მიუნხენის "ალიანს არენაც" გამოდგება და "არსენალის" კუთვნილი "ემირიტსიც".
მოგეხსენებათ, "წითლების" ბოსებმა ამა წლის გაზაფხულზე უარი თქვეს ახალი "სტენლი პარკის" აშენებაზე, რადგან კლუბს ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა. გულშემატკივართა დიდი ნაწილი ბედნიერი დარჩა, რომ "ენფილდიდან" წასვლა არ მოუწევდა.
წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა ხალხი ჰენრის განცხადების შემდეგ. არ გვგონია, ამერიკელს ლივერპულელთა წყევლა-კრულვა აშინებდეს. მისთვის მთავარი დაფინანსების მოძიებაა.
"დღესავით
მთავარია, შესაბამისი პარტნიორი ვიპოვოთ. ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჩვენი მიზანი პრემიერლიგის მოგებაა. წელს, ალბათ, ეს არ მოხერხდება, მაგრამ მასზე უარის თქმას მაინც არ ვაპირებთ.
ოცნების ახდენა მხოლოდ თამაშის მკვეთრად გაუმჯობესების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი," - განაცხადა ჯონ ჰენრიმ.
გოდინი აგერის ნაცვლად?
იმ შემთხვევაში, თუკი დანიელ აგერი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს, "ლივერპული" მადრიდის "ატლეტიკოდან" დიეგო გოდინის შეძენას შეეცდება.
ჯერჯერობით დანიელ ფეხბურთელზე კლუბები არ შეთანხმებულან, თუმცა გამორიცხული არაფერია. აგერის წასვლის შემთხვევაში მარტინ შკრტელის პარტნიორი დაცვაში სებასტიან კოატესი უნდა იყოს ან ჯეიმი კარაგერი.
პირველი ახალგაზრდაა და პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება არ გააჩნია; მეორე კი 34 წლისაა და სეზონის მთელ სიმძიმეს ნამდვილად ვერ აიტანს, ელემენტარულად, ფიზიკურად ვერ გაუძლებს.
26 წლის დიეგო გოდინს "როხიბლანკოსთან" ხელშეკრულება 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს. ესპანელები მას 14 მილიონ ევროდ აფასებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"