"ოთხი თვის მანძილზე არცერთი ტრანსფერის შემდეგ არც კი ვიცი, რა ვთქვა. ჰკითხეთ ბრაიან მერვუდს. მე სპორტული დირექტორი არ ვარ. ახალბედებზე ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა მანჩინიმ ინგლისურ პრესაში.
კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა კლუბის მმართველი სტრუქტურით, სადაც კლუბის საერთო პოლიტიკას სწორედ მერვუდი განსაზღვრავს, იტალიელმა განაცხადა: "აღტაცებული არ ვარ. არ ვიცი, მეტი რა ვთქვა ამ საკითხზე".