რობერტო მანჩინი: "მანჩესტერ სიტის" მმართველი სტრუქტურით აღტაცებული არ ვარ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ინგლისური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილება გამოხატა.

"ოთხი თვის მანძილზე არცერთი ტრანსფერის შემდეგ არც კი ვიცი, რა ვთქვა. ჰკითხეთ ბრაიან მერვუდს. მე სპორტული დირექტორი არ ვარ. ახალბედებზე ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა მანჩინიმ ინგლისურ პრესაში.

კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა კლუბის მმართველი სტრუქტურით, სადაც კლუბის საერთო პოლიტიკას სწორედ მერვუდი განსაზღვრავს, იტალიელმა განაცხადა: "აღტაცებული არ ვარ. არ ვიცი, მეტი რა ვთქვა ამ საკითხზე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული