ფერნანდო ტორესი: მინდა ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა "მანჩესტერ სიტისთან" ინგლისის სუპერთასის მატჩის წინ განაცხადა, რომ "ლურჯებთან" ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება სურს.

გასულ სეზონში "ჩელსიმ" ინგლისის თასი მოიგო და ქვეყნის სუპერთასზე "მანჩესტერ სიტისთან " ბრძოლის უფლება მოიპოვა. შეხვედრა 12 აგვისტოს ბირმინგემში, სტადიონ "ვილა პარკზე" გაიმართება.

"სუპერთასი ჯერ არასდროს მომიგია და მინდა ბოლოსდაბოლოს ეს გავაკეთო. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, იმას, რომ ბევრი ამ ტიტულს არცთუ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მთავარია, რომ მე ასე არ ვფიქრობ. კარიერის დასასრულს ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მსურს. მართალია, ის
ტიტულები, რომელთა მოპოვებაც ძალიან რთულია, უკვე მოვიგე, მაგრამ ჯერ კიდევ არ მომიგია ის ტიტული, რომლის მოპოვებაც ყოველ სეზონში შეიძლება", - განაცხადა ტორესმა.

ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების წყალობით "ჩელსი" უეფას სუპერთასის მატჩში და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც მიიღებს მონაწილეობას - ეს ის ტიტულებია, რომლებიც "ჩელსის" არასდროს მოუგია.

"ვერ ვიტყვი, როდის მოგვეცემა კიდევ ამ ტიტულების მოგების შანსი, ამიტომ ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ესპანელმა.

ტორესი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონია. თავისი კარიერის მანძილზე მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ლივერპულში" ესპანელს ქვეყნის ჩემპიონატი არასდროს მოუგია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული