რობერტო დი მატეო: პრემიერლიგის უპირობო ფავორიტი "მანჩესტერ სიტია"

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ ინგლისის პრემიერლიგის მოგების მთავარ ფავორიტად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა.

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის მოქმედი ჩემპიონია, ჩვენ კი წინა სეზონთან შედარებით 25 ქულით მეტი უნდა დავაგროვოთ. რა თქმა უნდა, ისინი ჩემპიონატის ფავორიტები არიან.

"მანჩესტერ იუნაიტედიც" შეეცდება "სიტის" ჩამოგდებას. მათ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. არ ვიცი აპირებენ ისინი ვინმეს შეძენას თუ არა, მაგრამ მათ ისედაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.

რაც შეეხება სუპერთასის მატჩს, აზარი კარგად გამოიყურებოდა. ის მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნი
და და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა.

ედენი მარცხნივ მოქმედებდა და ეშლი კოულთან შეთამაშებას ცდილობდა. მან საკუთარი ნიჭის გამოვლენაც მოასწრო", - თქვა დი მატეომ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის სუპერთასზე "მანჩესტერ სიტიმ" ლონდონის "ჩელსი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული