ბრანისლავ ივანოვიჩს დისკვალიფიკაცია არ ემუქრება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი "მანჩესტერ სიტისთან" ინგლისის სუპერთასის მატჩში ალექსანდერ კოლაროვის წინააღმდეგ უხეში თამაშისათვის დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

მასმედია ვარაუდობდა, რომ ფეხბურთელს სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიდნენ, მაგრამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა, მის წინააღმდეგ სანქციები არ გამოიყენოს.

ამას გარდა, ივანოვიჩი თამაშს "უიგანთან" პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრაშიც შეძლებს, რადგან მისი ავტომატური დისკვალიფიკაცია, წითელი ბარათის გამო, ოფიციალურ მატჩებზე არ ვრცელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული