"მანჩესტერ სიტიმ" ჯეკ როდუელი შეიძინა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონის"და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის, ჯეკ როდუელის შეძენა დაადასტურა.

21 წლის მოთამაშემ "ქალაქელებთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც "სიტიმ" "ევერტონს" 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა. ეს თანხა შესაძლოა 18 მილიონამდე გაიზარდოს დამატებითი პირობების შესრულების შემთხვევაში.

ჯეკ როდუელმა ახალ კლუბში 17-ნომრიანი მაისური მიიღო.

"ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში ვითამაშებ და განვითარებას გავაგრძელებ", - თქვა ცენტრალურმა ნახევარმცველმა.

როდუელმა "ევერტონის" თავკაც დავიდ მოიესსაც გადაუხადა მადლობა და კლუბის მფლობელ ბილ კენრაიტსაც.

"მას არ უნდოდა, რომ გუნდი დამეტოვებინა, მაგრამ ასეთ შანსზე უარს არ
ამბობენ", - აღნიშნა მოთამაშემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული