უეფამ ჯონ ტერის სასჯელი შეუმსუბუქა

AutoSharing Option
უეფას სააპელაციო ინსტანციამ ლონდონის "ჩელსის" მცველ ჯონ ტერის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია შეუმცირა.

ფორმალურად ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი ევროტურნირებზე სამი თამაშითაა დისკვალიფიცირებული, თუმცა ბოლო მათგანის გამოტოვება პირობითი ხასიათისაა, სამი წლის გამოსაცდელი ვადით.

ასე რომ, უეფას სააპელაციო ინსტანციამ ტერის პროტესტი საკონტროლო-დისციპლინარული ინსტანციის გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ტერისთვის პირველი გამოტოვებული ევროტურნირის მატჩი მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალია. მცველი ასევე გამოტოვებს 31 აგვისტოს მადრიდის "ატლეტიკოსთან" უეფას სუპერთასის დაპირისპირებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული