ყველაზე ჭკვინი ალექს ფერგიუსონია

AutoSharing Option
რიო ფერდინანდი ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის შეცდომები წარსულს ჩაბარდა. "იუნაიტედის" ყოფილმ კაპიტნმა ოთხშაბათს, ვალენსიაში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ითამაშა და ამ შეხვედრაში მანჩესტერელებს გოლი არ გაუშვიათ. არადა, მანამდე, პრემიერლიგის 6 ტურში მეტოქეებმა ფერდინანდის თანაგუნდელებს 9 გოლი გაუტანეს.

"ვალენსიაში მიღწეული შედეგი, რასაკვირველია, საკუთარი თავის რწმენას გაგვიძლიერებს - თქვა 31 წლის მცველმა - ბოლო დროს ხომ ძალიან ბევრი ისეთი ქულა დავკარგეთ, რომელიც არ უნდა დაგვეკარგა. როდესაც ასეთი რამ ხდება, გუნდი ნერვიულობს, ფეხბურთელები ცდებიან და გოლებსაც უშვებენ.
"ვალენსიასთან", ვფიქრობ, თავი ხელში ავიყვანეთ და
საქმეს თავი ჩინებულად გავართვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, რაგინდა რა გუნდის წარმატება უპირველეს ყოვლისა მყარ დაცვაზე და გოლის არ გაშვებაზეა დაფუძნებული.

არსდროს მიმაჩნდა, რომ შედეგი ერთი-ორ მოთამაშეზე ან თუნდაც ფეხბურთელთა ხუთ-ექვსკაციან ჯგუფზე არის დამოკიდებული. ყველაფერს მთელი გუნდის ურთიერთშეთანხმებული და დაუღალავი მუშაობა განაპირობებს. თუ თავდაცვა ფორვარდებიდან არ იწყება, მცველებს მძიმე ტვირთი აწვებათ. ერთი სიტყვით, გუნდის წევრები შეხვედრის მსვლელობისას მჭიდროდ უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთსულოვნად ცდილობდნენ მწვრთნელის ჩანაფიქრის განხორციელებას".

ამიერიდან ფერდინანდს დაცვის ცენტრში ნემანია ვიდიჩთან მოუწევს თანამშრომლობის ხარისხის ამაღლება. ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთის მხარდამხარ ხშირად ვერ თამაშობდა, რაც ფერდინანდის ხშირი ტრავმებით გახლდათ განპირობებული. "იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ჯანმრთელობის პრობლემები 2008 წლის დეკემბრის მერე შემოეჩვია. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს ფერდინანდმა მუხლის ტრავმის გამო არც მეტი არც ნაკლები მსოფლიოს ჩემპიონატიც კი გამოსტოვა - სამხრეთ აფრიკაში ჩასულს იქაური საწვრთნელი ცენტრიდან მოუხდა ინგლისში დაბრუნება. და ახლა, ქომაგები რიო ფერდინანდის მორიგი გამოჯანმრთელების მოწმენი არიან.

კაცმა რომ თქვას, სამხრეთ აფრიკაში დაშავების შემდეგ "იუნაიტედის" შემადგენლობაში პირველი თამაში ფერდინანდმა "ვალენსიასთან" კი არა, ჩემპიონთა ლიგაში "რეინჯერსის" წინააღმდეგ ჩაატარა, მაგრამ მერე ავად გახდა და პრემიერლიგის ორი თამაში გამოსტოვა - "ლივერპულთან" და "ბოლტონთან". თუმცა, დღეს, კითხვა, იქნება თუ არა რიო ფერდინანდი მოედანზე "სანდერლენდთან" შეხვედრაში, ვალენსიაში ნაჩვენები ფეხბურთის შემდეგ ცხადია სრულიად უადგილოა.

"ესპანეთში ზურგი ტკივილს საერთოდ არ შევუწუხებივარ. შესანიშნავად ვგრძნობდი თავს. ახლა, უკვე სხვა ეტაპზე ვარ - რეგულარურად თამაში მჭირდება. მწვრთნელმა მითხრა, რომ კარგი იქნებოდა აქმდეც მეთამაშა ერთ-ორ შეხვედრაში. ის თანდათან მომიმატებს დატვირთვას. ვფიქრობ ცამდე მართალიცაა. მე იმდენ ხანს ვმკურნალობდი, რომ ასე პირდაპირ მოედანზე დაბუნება და ერთიმეორის მიყოლებით მძიმე თამაშების ჩატარება, ალბათ, გამიჭირდებოდა. მე ალექს ფერგიუსონს აბსოლუტურად ვენდობი და ვიცი, რომ მან ზუსტად გათვალა, როგორ უნდა ჩავატარო ეს სეზონი.

ასე რომ, ამ ტურში მათამაშებს თუ არ მათამაშებს, მის გადაწყვეტილებას დავეთანხმები. ვიმეორებ, მე მგონია, რომ სათამაშოდ მზად ვარ, მაგრამ ფერგიუსონი დედამიწის ზურგზე ყველაზე გამოცდილი კაცია და სწორი ის იქნება, რასაც იგი გადაწყვეტს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული