სერ ალექსი გაიბუტა

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონი პრესას გაებუტა - "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ერთი თვის განმავლობაში ინტერვიუს არავის მისცემს. მიზეზი: მას მედიამ მას ფერნანდო ტორესზე ნათქვმი დაუმახინჯა.

შეგახსენებთ: 19 სექტემბერს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" 3:2 მოუგო. მერსისაიდელთა მეორე გოლი იმ ჯარიმას მოჰყვა, რომელიც ესპანელმა თავდამსხმელმა "მოინადირა" და სერ ალექსმაც სწორედ ამაზე თქვა, ტორესმა ეპიზოდი გააფორმა, თორემ ჯონ ო"შის წესი არ დაურღვევია, ტორესი ცდილობდა მსაჯი მოეტყუებინა, რათა მას ჩვენი მცველი მოედნიდან გაეგდოო.

ზოგიერთმა გაზეთმა მანჩესტერელთა თავკაცის სიტყვები თავისებურად "გადაწერა" და სიტყვა "თაღლითი" თუ "მატყუარა" იხმარა. აი,
ამან გააბრაზა ლეგენდარული შოტლანდიელი, რომელიც ამტკიცებს, რომ მას ტორესი ასეთი უხეში სიტყვით არ მოუხსენებია. ინგლისელი ჟურნალისტები იხსენებენ, რომ ფერგიუსონსისთვის ეს პრესასთან პირველი დაპირისპირება არ არის.

ცნობისათვის: ფერგიუსონმა "სანდერლენდთან" თამაშის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია ჩაშალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული