როი ჰოჯსონი: ჯეკ როდუელისთვის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა ნაჩქარევი ნაბიჯია

AutoSharing Option
ლივერპულის "ევერტონის" 21 წლის ნახევარმცველი ჯეკ როდუელი ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი კი მიიჩნევს, რომ ეს ნაჩქარევი ნაბიჯი იყო.

"სიმართლეს თვალებში უნდა შევხედო. ამ სეზონში ნაკრების შემადგენლობაში სულ უფრო ხშირად გამოჩნდებიან ის მოთამაშეები, რომლებსაც საკუთარ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ.

ჯეკ როდუელი ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. თუ "ქალაქელების" ნახევარდაცვას შეხედავთ, ნათელი გახდება, რომ როდუელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ექნება. მან გადასვლა აშკარად იჩქარა.

ვშიშობ, რომ ჟურნალისტების წინაშე საკმაოდ ხშირად მომიწევს ახსნა,
თუ რატომ ვირჩევ იმ მოთამაშეებს, რომლებიც საკუთარ კლუბებში არ თამაშობენ. პრემიერლიგას ერთი თვისება აქვს - მოთამაშეები ძალიან ცოტაა და ბევრი მათგანი ერთი და იგივე კლუბებში თამაშობს", - განაცხადა ჰოჯსონმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული