ხომ გახსოვთ, სერ ალექს ფერგიუსონმა რუნის კოჭის მკურნალობის მიზეზით სამკვირიანი უქმობა რომ "გამოუწერ"? სწორედ ამას უყურებს ბრუსი ეჭვის თვალით. მან თქვა:
"უეინ რუნი სამი კვირით დაისვენებს? ბოდიში,
"შავი კატები" ამ სეზონში მანჩესტერელებს, ოღონ "სიტის" უკვე გაეჯიბრნენ და დაამარცხეს, პრემიერლიგის კიდევ ორ გოლიათთან, "არსენალთან" და "ლივერპულთან" კი საამაყო ფრეები ითამაშეს. მეტსაც გეტყვით, ბოლო ტურში მათ "ენფილდზე" "ლივერპულთან" 2:2 ითამაშეს და ამ შეხვედრაში დირკ კუიტს მეტისმეტად უცნაური გოლი რომ არ გაეტანა და სტივენ ჯერარდიც უხეშობისთვის გაეგდოთ, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. ერთი სიტყვით, იმის თქმა გვინდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" იოლი გასეირნება არ ელის.
"უიგანი" "ვულვზს" მასპინძლობს. სტუმრებს ნახევარმცველი ადლენ გუედიურა არ ეყოლებათ. ალჟირელმა წინა ტურში, "ასტონ ვილას" სტივ სიუდუელთან ორთაბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ოთხ ან ექვს თვეს გამოსტოვებს. ეს ტრავმა რომ არა, გუნდის მწვრთნელი მიკ მაკარტი იმავე შემადგენლობას ათამაშებდა, "ვილასთან" რომ ათამაშა. რაც შეეხება "უიგანს", მას, სავარაუდოდ, თავდამსხმელი ფრანკო დი სანტო დაუბრუნდება.
"ბირმინგემისა" და "ევერტონის" შეხვედრაში მასპინძლებს ნახევარმცველი კრეიგ გარდნერი არ ეყოლებათ. მიზეზი: მან წინა ტურში, "უიგანთან" შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო და განა მარტო დღევანდელ შეხვედრას, "არსენალსა" და "ბლექპულთან" შეხვედრასაც გამოსტოვებს.
გუნდის მწვრთნელს ალექს მაკლიშს შესაბამისად, გადაადგილებები დასჭირდება. მოსალოდნელია, რომ ის ლი ბოიერს მარცხენა ფრთიდან მისთვის საყვარელ პოზიციაზე, ნახევარდაცვის შუაში დააბრუნებს. არ არის გამორიცხული სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდეს კით ფეჰეიც, რომელსაც ასეთი რამ პირველი ტურის შემდეგ არ ღირსებია.
"ევერტონს" უბრუნდება მცველი ტონი ჰიბერტი. მას საზარდულის ტრავმა დაუამდა. ნამდვილად არ იქნებიან ლუი საა, ჯეკ როდუელი და ვიქტორ ენიჩიბე. მერსისაიდელთა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა დასძინა, რომ კიდევ ერთი თუ ორი კაცის თამაშში ეპარება ეჭვი, ოღონდ ვის გულისხმობდა არ დაუზუსტებია.
"სტოკი" "ბლექბერნს" მასპინძლობს და სტოკელთა თავკაცს ტონი პულისს ვერ გადაუწყვეტია ათამაშოს წინა ტურში მხარნატკები თავდამსხმელი რიკარდო ფულერი თუ დაასვენოს "ნაღდ" გამოჯანმრთელებამდე. კიდევ, პულისის განკარგულებაში შესაძლოა ვერ მოხვდნენ მუხლმტკივანი ენდი უილკინსონი და ჯერმაინ პენანტი, რომელსაც ორთავა კუნთი აქვს სამკურნალო.
"ბლექბერნის" ფეხბურთელებიდან არ იქნებიან ვინს გრელა და დევიდ დანი. გამოჯანმრთელდნენ ჯეისონ რობერტსი, რომელსაც ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია და კით ენდრიუსი.
"ტოტენჰემს" ამ ტურში უკვე მერამდენედ მოუწევს ლედლი კინგის ჯანმრთელობის შემოწმება. თუ ჰარი რედნაპს ექიმები ეტყვიან, რომ მისი მცველი თამაშს შეძლებს, მაშინ ის ერთ ვარიანტს მიმართავს, თუ არა და...
"ასტონ ვილას" უბრუნდება მცველი რიჩარდ დანი, თავდამსხმელი გები აგბონლაჰორი კი არ იქნება. ბირმინგემელთა ფეხბურთელებიდან ყურადღებას იპყრობს ემილ ჰესკი. საინტერესო, შეძლებს ეს გოლიათი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გოლის გატნას თუ ვერა.
"ვესტ ბრომვიჩი" "ბოლტონის" წინააღმდეგ: ბოლტონელთა თავკაცი ოუენ კოილი ამბობს, რომ "ვესტ ბრომვიჩის" ეფექტური თამაში მარტო სიმამაცესა და ვაშას ყვირილზე არ არის დაფუძნებული.
"რასაკვირველია, როდესაც პრემიერლიგაში ახალი დაბრუნებული ხარ, ენთუზიაზმით ხარ აღსავსე - თქვა კოილმა - მაგრამ მარტო ენთუზიაზმი რა ბედენაა თუ ფეხბურთს კარგად ვერ თამაშობ".
ამავე ტურშია კიდევ ერთი ლონდონური დერბი "ვესტ ჰემსა" და "ფულჰემს" შორის, თუმცა კვირის შეხვედრები თითქოს უფრო მეტად ჭრის თვალს: "მნჩესტერ სიტიმ" რადაც არ უნდა დაუჯდეს უნდა მოუგოს "ნიუკასლს" - ტყუილად კი არ თქვა ისტლენდელთა ფრანგმა ნახევარმცველმა პატრიკ ვიეირამ ამიერიდან სუსტი გუნდების მოგებაც უნდა ვისწავლოთო. "ლივერპული", თუ მთლად წყალწაღებული არ არის, "ბლექპულს" აჯობებს, ტურის მთავარ შეხვედრაში კი...
"ჩელსის" შემადგენლობაში კვლავ ვერ ითამაშებს ფრენკ ლემპარდი, დიდიე დროგბა კი ითამაშებს და ტრადიციულად "არსენალის" კარში გოლის გატანას შეეცდება.
"არსენალში" ვერ ითამაშებს კაპიტანი სესკ ფაბრეგსი. არ გაუმართლა ესპანელს. ძალიან უნდოდა მ შეხვედრაში მონაწილეობა, მაგრამ...
დღეს
უიგანი-ვულვზი 15:45
ბირმინგემი-ევერტონი 18:00
სტოკი-ბლექბერნი 18:00
სანდერლენდი-მანჩესტერ იუნაიტედი 18:00
ტოტენჰემი-ასტონ ვილა 18:00
ვესტ ბრომვიჩი-ბოლტონი 18:00
ვესტ ჰემი-ფულჰემი 18:00
ხვალ
მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი 16:30
ლივერპული-ბლექპული 18:00
ჩელსი-არსენალი 19:00