"კმაყოფილი ვარ. ეს ისეთი თამაში იყო, როცა შემადგენლობაში ბევრი ცვლილების განხორციელება იყო შესაძლებელი, რათა რეზერვისტებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წინ თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიგვეცა. კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რომელიც მათ აჩვენეს.
იმ მოთამაშეებმა, რომლებიც იტალიასთან თამაშობდნენ, დაამტკიცეს, რომ საკვალიფიკაციო ტურნირის დროს გუნდის დახმარება შეუძლიათ. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ინგლისის ნაკრებს საიმედო რეზერვი ჰყავს", - თქვა ჰოჯსონმა.