რობინ ვან პერსი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, ჰოლანდიელ თავდამსხმელს რობინ ვან პერსის კვირაში, ხელფასის სახით, 235 ათასი ფუნტი შესთავაზოს.

ხელშეკრულება, სავარაუდოდ, 4-წლიანი იქნება. გამომდინარე აქედან, ვან პერსი შესაძლოა "წითელი ეშმაკების" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვან პერსის შეძენა ოფიციალურად გამოაცხადა. ტრანსფერის თანხად 22.5 მილიონი ფუნტი სახელდება.

გარდა ამისა, "მანჩესტერი" მომავალი 4 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის ან ინგლისის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, ლონდონის "არსენალს" დამატებით 1.5 მილიონ ფუნტს გადაუხდის.

მომზადებ
ულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული