რიო ფერდინანდი "თვითერის" ჩანაწერისთვის 45 ათასი ევროთი დააჯარიმეს

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "თვითერში" გაკეთებული ჩანაწერისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რიო ფერდინანდი 45 ათასი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ლონდონის "ჩელსის" მოთამაშეს, ეშლი კოულს, რომელიც "ანტონ ფერდინანდ-ჯონ ტერის" საქმის მოსმენისას დაცვის მხარეს მოწმედ დაუდგა, "შოკოლადის ნაყინი" უწოდა.

მოგვიანებით ფერდინანდმა უღირსი საქციელი უარყო და განაცხადა, რომ მისი გამონათქვამის რასიზმის გამოვლინებად შეფასება არ ღირს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული