"მანჩესტერ სიტი" შეცდომით ლიონელ მესის გადაბირებას ცდილობდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" 2008 წლის აგვისტოში კატალონიის "ბარსელონას" შეცდომით ლიონელ მესის ტრასნფერთან დაკავშირებით მიმართა.

ამის შესახებ "ქალაქელების" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა გარი კუკმა ისაუბრა.

იმ დღეს, როცა "სიტიმ" რობინიო გაიფორმა, კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერების გზებს ეძებდა. კლუბის ოფიციალური წარმომადგენლები მანჩესტერიდან, ლონდონიდან და აბუ-დაბიდან მოლაპარაკებებს ტელეფონით მართავდნენ.

ფერნანდო ტორესისა და დიმიტარ ბერბატოვის გადაბირების მცდელობები წარმატებით ნამდვილად არ მიდიოდა.

"ვიღაცამ ხელმძღვანელობიდან თქვა: "ეს ყველაფერი უკვე აურზაურს ემსგავსება (getting messy) - ეს სიტყვები კი ვიღაცამ სატელეფონო ხააზე ისე მიიღო, თითქოს
მესის შეძენა გვსურდა, რის შემდეგაც მესის ტრანსფერზე ესპანელებს შეთავაზებით მივმართეთ, რომლის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს ვიხდიდით. ეს წინადადება რომ უარყვეს მე მგონი ისედაც ცხადია", - თქვა კუკმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მესის სატრანსფერო ფასი კონტრაქტის მიხედვით 250 მილიონი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული