საფრანგეთის ჩემპიონატის 18 აგვ ისტოს მატჩში "ტულუზასა" და "სენტ ეტიენს" შორის ტრიბუნებზე "მანჩესტერ იუნაიტედის" და ლონდონის "ჩელსის" სკაუტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ხსენებული კლუბის ცენტრალურ მცველს, კურტ ზუმას აკვირდებოდნენ.
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების 17 წლის მოთამაშეს "სენტ ეტიენთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული.
მიუხედავად ამისა, ინგლისური გრანდები უახლოეს მომავალში მცველის ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ომის მოწყობას აპირებენ.
გასულ ზამთარს ზუმას მიმართ ინტერესს "მანჩესტერ სიტიც" იჩენდა.
მომზადებულია Lequipe-ე მიხედვით