ალან პარდეუს შესაძლოა დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ

AutoSharing Option
"ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდეუ შესაძლოა პრიმიერლიგის პირველი ტურის მატჩში ლონდონის "ტოტენჰემთან" არბიტრის თანაშემწისთვის ხელის კვრის გამო დასაჯონ.

საფეხბურთო ასოციაცია ჯერჯერობით კომენტარებისაგნ თავს იკავებს და რეფერის, მარტინ ატკინსონის ანგარიშს ელოდება, რომელიც მან ორშაბათს უნდა წარმოადგინოს.

აღსანიშნავია, რომ 1998 წელს მსგავსი საქციელისთვის ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო დი კანიო 11 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

თუმცა თუ პარდეუს დადებით რეპუტაციას გავითვალისწინებთ, მას ასეთი ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ალბათ არ ემუქრება.

მომზადებულია NDTVsports.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული