ამის შესახებ ინსტიტუტი High Pay Centre-ის გამოკვლევა იუწყება.
მოთამაშეთა ხელფასები კლუბების შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. თუ 1997 წელს ფეხბურთელების ხელფასსა და ბონუსებზე კლუბების ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის 48 პროცენტი იხარჯებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს გაუთანაბრდა.
იმავდროულად, გაიზარდა ბილეთების ღირებულებაც, რამაც თამაშებზე დასწრება გულშემატკივართა ფართო წრისთვის მიუწვდომელი გახადა. თუ 1989 წელს "ლივერპულის" თამაშის ნახვა 4 ფუნტ სტერლინგად შეიძლებოდა, ახლა
ამ ყველაფრის მიუხედავად, კლუბების ვალები იზრდება. ევროპული კლუბების ვალების საერთო რაოდენობიდან 56 პროცენტი ინგლისურ კლუბებზე მოდის. 2012 წელს პრემიერლიგის ვალი 3.5 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა, კლუბების ნახევარი კი, ფაქტობრივად, გაკოტრებულია.
2008 წელს ინგლისის 16 უმდიდრესი კლუბიდან მოგებაზე მხოლოდ 4 მუშაობდა. "მანჩესტერ სიტი" კი ორჯერ იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე გამოიმუშავებდა.
High Pay Centre-ის დირექტორმა ნიკ აილსმა განაცხადა, რომ ხელფასების ძალიან მაღალი ტემპით ზრდის პრობლემა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რადგან ამ ვალების შედეგებმა შესაძლოა მთელი ინგლისური ფეხბურთი კატასტროფამდე მიიყვანოს.