"მანჩესტერ იუნაიტედმა" ანდერსონის გვარი მაისურზე შეცდომით დაწერა

AutoSharing Option
კურიოზული შემთხვევა მოხდა "ევერტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის დროს.

სტუმრების ნახევარმცველი ანდერსონი მოედანზე მეორე ტაიმში გამოდიოდა. გულშემატკივრებმა შენიშნეს, რომ მაისურზე გვარი შეცდომით, ანდესრონად იყო მითითებული.

ფორუმებზე გუნდის გულშემატკივრები აქტიურად ხუმრობენ, რომ ეს კიდევ ერთი ახალწვეულია. თუმცა ეს მანჩესტერელების ისტორიაში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოთამაშეს მაისურზე გვარი არასწორად ეწერა.

1997 წელს ქვეყნის სუპერთასის მატჩში გუნდის ლიდერი დავიდ ბექჰემი ბექემი გახდა, მეკარე ტომაშ კუშჩაკი კი  2006 წელს "ქრიუსთან" ინგლისის თასის მატჩში ჟუშჩაკად გადაიქცა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დონის დაუნია ანდერსონი არ უნდა დახედოს რა აწერია მაისურზე, სუფთა სირია ეგ ანდერსონი
dato-dato
17:11 21-08-2012
0

სიახლეები პოპულარული