პოგბა: ალექს ფერგიუსონი თამაშის საშუალებას არ მაძლევდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოგბამ ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არ ვნანობ ტურინში გადაბარგებას. დიახ, მე ბევრი რამ ვისწავლე მანჩესტერში, მაგრამ ჩემი პოზიცია რომ გაიგოთ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით უნდა ითამაშოთ.

მწვრთნელი არ მათამაშებდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ჩემი დროც მოვიდოდა, თუმცა ეს დრო არა და არ დადგა.

გაგებით ვეკიდებოდი იმ ფაქტს, რომ გუნდში უფროსი ფერგიუსონი იყო და მისი გადასაწყვეტი იყო, ვის უნდა ეთამაშა და ვის არა, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ
შემეძლო.

რატომ ავირჩიე "იუვე"? იცით, ჩემთვის არავის მოუცია გარანტია, რომ ტურინში ძირითადში მათამაშებდნენ, მაგრამ იტალიაში ჩემთან მიმართებაში გულწრფელები მაინც არიან.

კონტემ მითხრა, რომ წინ გრძელი სეზონი გველოდება და დროდადრო პირლოსა და ვიდალს შევცვლიდი. ნებისმიერ შემთხვევაში, სათამაშო პრაქტიკა მექნება.

ფერგიუსონმა კლუბის უპატივცემულობაში დამადანაშაულა? არ ვიცი, რატომ თქვა ეს. ალბათ, აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ 19 წლის ბიჭი კლუბში დარჩენაზე ვერ დაიყოლია", - თქვა პოგბამ.

მომზადებულია Lequipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული