ალექს ფერგიუსონი: "ფულჰემთან" მცველების პრობლემა ისევ გვექნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა გუნდის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ტრავმირებული მცველებიდან - ფერდინანდი, ევანსი, სმოლინგი და ჯონსი - ვერცერთი შეძლებს "ფულჰემთან" თამაშს.

თუმცა იმედი მაქვს, ევანსი გამოჯანმრთელდება. წინ ერთ კვირა გვაქვს და ამიტომ შესაძლოა, მან სასურველ კონდიციებს მიაღწიოს.

სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში ყველაფერი კარგად იქნება. დაცვის ცენტრში სათამაშოდ ქერიკს სათანადო გამოცდილება არ გააჩნია, თუმცა ის მაინც კარგად ირჯებოდა "ევერტონთან", - თქვა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ფულჰემის" მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული