"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო, რომელმაც "საუტჰემპტონთან" (3:2) ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში მუხლი დაიზიანა, მწყობრში სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ჩადგება.
ამის შესახებ Manchester Evening News იუწყება.
გამომდინარე აქედან, არგენტინელი ფორვარდი პრემიერლიგის მინიმუმ სამ მატჩს გამოტოვებს - "ლივერპულთან", "სტოკ სიტისა" და ქპრ-ისთან.
სავარაუდოდ, აგუერო "ქალაქელებს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაეხმარება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.