"მანჩესტერ სიტი" ლიონელ მესის შეძენას შეცდომით ცდილობდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გარი კუკმა განაცხადა, რომ 2008 წელს გუნდი "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ფორვარდის, ლიონელ მესის შეძენას ცდილობდა.

2008 წლის აგვისტოს ბოლო დღეებში არაბეთის გაერთიანებული საემიროების საინვესტიციო ჯგუფმა Abu Dhabi United Group (ADUG) "მანჩესტერ სიტის" აქციების 90 პროცენტი შეიძინა.

კუკი ამბობს, რომ სატელეფონო მოლაპარაკებების დროს კომპანიის თავმჯდომარემ, შეიხმა მანსურმა წარმოთქვა ფრაზა "its, all getting messy" (ყველაფერი რთულდება), რომელიც კლუბის ინგლისურმა თანამშრომლებმა გაიგეს, როგოც "get Messi" (გადმოიბირეთ მესი). მაშინ "მანჩესტერ სიტიმ" "ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელის შეძენის თხოვნით მიმართა. "სიტი"
მესის ტრანსფერში 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდა, მაგრამ უარი მიიღო.

მესის ტრანსფერის ვერგანხორციელების შემდეგ ინგლისურმა კლუბმა 32 მილიონ ფუნტ სტერლინგად მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი რობინიო შეიძინა, რაც იმ დროისთვის "სიტის" ისტორიაში უძვირესი ტრანსფერი გახდა.

"მანჩესტერ სიტი" მესის შეძენას მერეც ცდილობდა. 2009 წლის გაზაფხულზე ინგლისური კლუბი არგენტინელში 150 მილიონი ევროს გადახდაზე თანახმა იყო, მაგრამ "ბარსელონას" მხრიდან უარი მიიღო.

მფლობელის გამოცვლის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" მოკლე ხნის მანძილზე ინგლისის თასი და სუპერთასი და ინგლისის ჩემპიონატი (პირველად 1966 წლის შემდეგ) მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული