"ტოტენჰემი" მზადაა, დონეცკურ კლუბს მაცდური წინადადება შესთავაზოს და ვილიანის ხელში ჩაგდების კარგი შანსიც აქვს, რომელიც ადრე "ჩელსიში" არ გაუშვეს კლუბებს შორის ფინანსურ საკითხებში შეთანხმების მიუღწევლობის გამო.
შეგახსენებთ, რომ "შახტარის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა თქვა, რომ "ჩელსისთვის" ვილიანი 30 მილიონი ევრო ღირს. თავად ნახევარმცველს ლონდონში გადასვლა სურს და ეს "დეზებს" ტრანსფერის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს. ვილიანს ლონდონელთა სამწვრთნელო შტაბი ლუკა მოდრიჩის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს, რომელიც
ვილაშ-ბოაშს ასევე "ინტერნასიონალის" ფორვარდის ლეანდრო დამიანის გადაბირება სურს. "ტოტენჰემში" იმედი აქვთ, რომ ბრაზილიურ კლუბთან მოლაპარაკებებში ჰავბეკ სანდროს უკვე განხორციელებული ტრანსფერიდან მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ, რომელიც ლონდონში პორტუ ალეგრიდან 2010 წელს გადავიდა.