რობერტო დი მატეო: ედენ აზარს შეუძლია ძოლას დაემსგავსოს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ პრემიერლიგაში ედენ აზარის დებიუტზე ისაუბრა.

აზარი "უიგანთან" მატჩში ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა და საკუთარ გუნდს ანგარიშით 2:0 მოაგებინა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ახალგაზრდა ბელგიელი ფეხბურთელი "ლურჯების" ლეგენდას, ჯანფრანკო ძოლას შეადარეს. ძოლას გვერდით თავის დროზე თავად დი მატეოს უთამაშია.

"ფეხბურთელების შედარება ძნელია. ჯანფრანკო გამორჩეული ნიჭის პატრონი იყო. მას მხატვარს შევადარებდი.

რაც შეეხება ედენს, მას შეუძლია მხატვარი გახდეს, თუმცა, ერთი მატჩიდან გამომდინარე, რამის თქმა ნაადრევია.

აზარს წარმატებული დებიუტი ჰქონდა, თუმცა ეს მხოლოდ  ერთი შეხვედრაა 38
-დან", - აღნიშნა დი მატეომ.

მომზადებულია Agence France Presse-ი
ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
2 საგოლე გადაცემა როგორ გააკეთა როდესაც ლამპარდმა მეორე გოლი 11 მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა ?!
Gaioz
16:27 22-08-2012
0
პენალტს ვინც მოიპოვებს, იმას ეთვლება საგოლე გადაცემად
gurdjieff
18:37 22-08-2012
0

სიახლეები პოპულარული