სერხიო აგუერო ერთ თვეს გამოტოვებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო მუხლის ტრავმის გამო ერთ თვეს ვერ ითამაშებს.

ფეხბურთელი "საუთჰემპტონთან" ინგლისის პრემიერლიგის საწყისი ტურის მატჩის მე-13 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ ცხადყო, რომ არგენტინელს ერთი თვე დასვენება მოუწევს.

მუხლის მყესები რომ ჰქონოდა დაზიანებული, აგუეროს 6 თვის გამოტოვება მოუწევდა. ახლა კი ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული