31 წლის ბულგარელი ფორვარდი ფლორენციის "ფიორენტინას" შეტევის ხაზის გაძლიერების მთავარი პრეტენდენტია. კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.
ბერბატოვს ფლორენციულ კლუბში ხელფასის შემცირება ელის, მაგრამ ინგლისურ გრანდში სათამაშო პრაქტიკის არმქონე ფეხბურთელი შესაძლოა ამ ამბავს იოლად შეეგუოს.
ბულგარელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ”წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით