"გულშემატკივრებისთვის თვალსასეირო თამაში იყო. პირველი ტაიმი მშვენივრად დავიწყეთ, მაგრამ "რედინგის" გოლმა დაგვაბნია. გუნდი მეტოქეზე ზეწოლას აგრძელებდა, რის შემდეგაც ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა.
ტორესის მიერ გატანილი გოლის გამეორება არ მინახავს. გოლის მომენტში ლაინსმენს შევხედე, მან კი კარის აღება დააფიქსირა", - განაცხადა დი მატეომ.
აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატები" "რედინგის" ძლევის შემდეგ პრემიერლიგაში, 2010 წლის ნოემბრის შემდეგ, პირველად გალიდერდნენ.