ბრენდან როჯერსი: ენდი კეროლის "ლივერპულიდან" წასვლა გამორიცხულია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ფორვარდმა ენდი კეროლმა შესაძლოა გუნდი დატოვოს.

"კეროლს იჯარით ვუშვებთ? ეს გამორიცხულია. მიმდინარე ზაფხულს "ლივერპულმა" სერიოზული საკადრო დანაკლისი განიცადა. ასე რომ, არავის გაშვებას არ ვაპირებთ. კეროლი ჩვენს გუნდში დარჩება.

ამ დროისთვის ჩემს განკარგულებაში სამი თავდამსხმელია: ბორინი, სუარესი და კეროლი. რომელიმე მათგანის დაკარგვა თვითმკვლელობას უდრის. თუ კეროლი გუნდს დატოვებს, მისი შემცვლელის ძებნა მომიწევს. მე კი ამის გაკეთება არ მსურს", - განაცხადა როჯერსმა.

მომზადებულია Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული