"მატჩის პირველი 10-15 წუთი ვდომინირებდით, თუმცა შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. მეტოქემ ორი გოლის გატანა შეძლო. "რედინგმა" ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარა.
მიუხედავად ამისა, ხელები არ ჩამოგვიშვია. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ მატჩის შემოტრიალებას შევძლებდით. საბედნიეროდ, რთული სიტუაციიდან გამოსავალი მაინც ვიპოვეთ.
ედენ აზარი? "რედინგთან" მატჩში ის შეუდარებელი იყო. მან საკუთარი კლასი ჯერ კიდევ "უიგანთან" შეხვედრაში გვაჩვენა, თუმცა მეორე ტურში მას აბსოლუტურად ყველაფერი გამოსდიოდა", - თქვა კეჰილმა.