რობერტო მანჩინი: ფეხბურთელების შესაძენად ერთი კვირა კიდევ გვაქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არ უარყოფს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილი ერთი კვირის მანძილზე "ქალაქელებს" რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება შეუძლიათ.

თუმცა იტალიელი სპეციალისტი კონკრეტულ მიზნებზე დუმს.

"კიდევ ერთი კვირა გვაქვს, რათა ვინმე შევიძინოთ, მაგრამ ამ დროისთვის "ლივერპულთან" შეხვედრაზე ვართ გადართულნი.

დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილი კვირის მანძილზე იმ მოთამაშეებს შევიძენთ, რომლებიც გვჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით მათ ვინაობას ვერ დაგისახელებთ", - განაცხადა მანჩინიმ.

იტალიელმა ორიოდე სიტყვა ჩავი მარტინესსა და დავიდ ლუისზეც თქვა.

"ჩავი მარტინესის გაფორმება ძალიან რთული იქნება, ის ძალიან ძვირად ფასობს.
31 მილიონი ფუნტი სტერლინგის ერთ მოთამაშეში გადახდა არ შემიძლია.

გაზეთებში ვკითხულობდი, თითქოს დავიდ ლუისით ვართ დაინტერესებულნი. ის ფანტასტიკური მცველია. ასევე, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მას არ ვიყიდით“.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული