რობერტო მანჩინი ტრავმირებული სერხიო აგუეროს არგენტინის ნაკრებში გამოძახებამ განარისხა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ არგენტინის ნაკრების თავკაცის, ალეხანდრო საბელის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის "ქალაქელების" ტრავმირებული ფორვარდი სერხიო აგუერო გამოიძახა.

"ამ გადაწყვეტილებამ იმედი გამიცრუა. არგენტინის ნაკრების მწვრთნელს უნდა ესმოდეს, რომ აქ საქმე ცუდადაა. აგუეროს მართლაც სერიოზული ტრავმა აქვს", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისურ პრესაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული