რობინ ვან პერსი: "ფულჰემს" გოლი შემთხვევით გავუტანე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ "ფულჰემთან" (3:2) მოგებულ მატჩზე ისაუბრა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ გუნდის ღირსებას უკვე რამდენიმე წელია ვიცავ და არა მხოლოდ ორიოდე კვირა. თანაგუნდელებმა შესანიშნავად მიმიღეს და გულშემატკივრებიც ძალიან კარგად მეპყრობიან.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრ რამეს უნდა შევეჩვიო. იმედია, რომ "ფულჰემის" კარში გატნილი გოლი "მანჩესტერში" დიდი წარმატებების დასაწყისი გახდება. სხვათა შორის ეს გოლი შემთხვევით გავიტანე. კუთხე ძალიან მახვილი იყო, ასე რომ უბრალოდ კარში დავარტყი, კარგად არც დამიმიზნებია. მინდა პატრის
ევრას ბრწყინვალე პასისთვის მადლობა გადავუხადო", - თქვა ვან პერსიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული