ჰარი რედნაპი: უმაღლეს დონეზე მუშაობა შემიძლია

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ინგლისელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებს პრემიერლიგაში მუშაობას დაუბრუნდეს.

"ტოტენჰემში" "ვესტ ჰემსა" და "პორტსმუთში" ძალიან კარგ ფეხბურთელებთან ვმუშაობდი. როდესაც ტოპკლასის ფეხბურთელთან მუშაობთ, უფრო დაბალი დონის მოთამაშეებთან მუშაობაზე გადართვა რთულია.

ვფიქრობ, რომ უმაღლეს დონეზე მუშაობა ისევ შემიძლია. იმედია, პრემიერლიგაში მუშაობას გავაგრძელებ. პრემიერლიგა მიყვარს. ინგლისური ფეხბურთი მიყვარს და ინგლისის დატოვება არ მსურს", - თქვა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული