ლუკა მოდრიჩი 27 აგვისტოს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ლუკა მოდრიჩი ესპანეთის დროით 11.00 საათზე მადრიდის აეროპორტში ჩაფრინდება. ხორვატს აგენტი და ორი ნათესავი ახლავს თან.

მოსალოდნელია, რომ სადილის შემდეგ ლუკა "რეალთან" კონტრაქტს გააფორმებს, რის შესახებაც მაშინვე გახდება ცნობილი. გარიგების ყველა დეტალი 26 აგვისტოს გადაწყდა, ამიტომ ახლა მხოლოდ ნახევარმცველის ხელმოწერაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ კლუბებმა ტრანსფერი შეათანხმეს და მოდრიჩის ფასზე შეთანხმდნენ. ტრანსფერის თანხამ 33 მილიონი ფუნტი სტერლინგი უნდა შეადგინოს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული