მოსალოდნელია, რომ სადილის შემდეგ ლუკა "რეალთან" კონტრაქტს გააფორმებს, რის შესახებაც მაშინვე გახდება ცნობილი. გარიგების ყველა დეტალი 26 აგვისტოს გადაწყდა, ამიტომ ახლა მხოლოდ ნახევარმცველის ხელმოწერაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ კლუბებმა ტრანსფერი შეათანხმეს და მოდრიჩის ფასზე შეთანხმდნენ. ტრანსფერის თანხამ 33 მილიონი ფუნტი სტერლინგი უნდა შეადგინოს.
მომზადებულია AS-ის მიხედვით