პეტერ ჩეხი: ჯანლუიჯი ბუფონი და იკერ კასილიასი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები არიან

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" გოლკიპერმა პეტერ ჩეხმა თავისი კოლეგები - მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასი და ტურინის "იუვენტუსის" კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი შეაქო.

გასულ სეზონში პეტერ ჩეხი ჩემპიონთა ლიგაში ლონდონის "ჩელსის" გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ახლა კი გოლკიპერმა განაცხადა, რომ მას ამ გმირობისთვის ჯანლუიჯი ბუფონის და იკერ კასილიასის თამაში შთააგონებდა.

"ბუფონით და კასილიასით აღტაცებული ვარ. ისინი მრავალი წლის მანძილზე ფორმას ინარჩუნებენ. სწორედ ამიტომ არიან ისინი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები.
ოლივერ კანი, პიტერ შმეიხელი და ედვინ ვან დერ სარი კარიერის დასაწყისში შთამაგონებდნენ. თითოეულ
მათგანში იყო რაღაც განსაკუთრებული.

მაშინ გამოჩნდა ბუფონი და ყველაფერი შეიცვალა. მოგვიანებით კასილიასი ათამაშდა. მან "რეალის" ძირითად შემადგენლობაში თამაში 17 ან 18 წლის ასაკში დაიწყო. მაშინ კი "სამეფო კლუბი" ძლიერი იყო. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: კარგია, თუ მას ასეთ პატარა ასაკში ძლიერ გუნდში თამაში შეუძლია, ესე იგი, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ჩეხმა.

ჩეხმა "ჩელსის" შემადგენლობაში, 2004 წელს "რენიდან" გადასვლის შემდეგ, 250 მატჩი ჩაატარა.

ასევე იხილეთ:
ინგლისის პრემიერლიგა. II ტური: მძიმე სანახაობა "ოლდ ტრეფორდზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული