ედენ აზარი: ვარსკვლავობა არ მსურს, მხოლოდ თამაში მინდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ბელგიელმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში გუნდში ადაპტაციასა და უეფას სუპერთასის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა, სადაც ინგლისელები მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდებიან.

"ჩელსიზე":
"აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენი კლუბი აშშ-შიც კი პოპულარულია. ხოლო, როცა "ლილი" საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მიემგზავრებოდა, მანდ არავინ გვცნობდა.

"ჩელსი" ძალიან სერიოზული კლუბია. აქ სხვა დონის ფეხბურთელები არიან. ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა - ენა, ქვეყანა. ახლა ამ ყველაფერს უნდა მივეჩვიო.

ლონდონში იმისთვის არ ვარ, რომ ვარსკვლავი გავხდე. თანაგუნდელებს ვეხმარები და იმედი მაქვს, მოედანზე ხშირად გავალ. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ
მწვრთნელის ნდობა მოვიპოვო და რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ნდობა გავამართლო".

"ატლეტიკოზე":
"მეტოქედ შესანიშნავი გუნდი შეგვხვდა, სადაც გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობენ. იმედია, კარგი თამაში გამოვა და ესპანელებს ვაჯობებთ.

თუმცა, ამავე დროს, რთულ წინააღმდეგობას ველოდებით. იოლი გასეირნება ნამდვილად არ გველის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული