კალდერონმა პორტუგალიელ სპეციალისტს მისი გუნდის მოწინააღმდეგეებისადმი საჭირო ეთიკის არქონაში დასდო ბრალი.
"მოურინიო თავის ფეხბურთელებს ძალიან ძაბავს. ბევრ მოთამაშეს ძალიან კარგად ვიცნობ, რომლებიც სხვებში მეტოქეებს ხედავენ, მაგრამ არა მტრებს. მოურინიო კი თავის მოთამაშეებს მეტოქეებში მტრების დანახვას არაერთხელ აიძულებდა.
ამას ნებისმიერ ფასად თავი უნდა ავარიდოთ. ამით შესაძლოა ბავშვებს, ახალგაზრდებს და გულშემატკივრებს ცუდი მაგალითი ვუჩვენოთ და ზედმეტი აგრესია გამოვიწვიოთ", - განაცხადა კალდერონმა.