მარჯვენა მცველი კარიერას ინგლისის ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში გააგრძელებს. მხარეებმა მოლაპარაკებები 29 აგვისტოს დაიწყეს და საერთო ენა მალევე გამონახეს.
"ინტერი" მაიკონის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს. ამ თანხას "ეტიჰად სტედიუმზე" ბრაზილიელის წარმატებული თამაშის შემთხვევაში სხვადასხვა ბონუსი დაემატება.
ფეხბურთელი "ქალაქელებთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით