ფერნანდო ტორესი: სერხიო აგუერომ, რადამელ ფალკაომ და დიეგო ფორლანმა მადრიდის "ატლეტიკოსთვის" მეტი გააკეთეს, ვიდრე მე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა მადრიდის "ატლეტიკოს" შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ტორესი მადრიდული კლუბის აღზრდილია, რომლის წინააღმდეგაც ევროპის სუპერთასის მატჩში უნდა ითამაშოს.

"ატლეტიკო" ძალიან ძლიერი გუნდია. მისი ცქერისგან სიამოვნებას ვიღებ, რადგან ის იმ თამაშს აჩვენებს, რომლის ხილვაც ყოველთვის გვინდოდა.

ამჟამად "ატლეტიკოს" ფეხბურთელები მოედანზე შრომისმოყვარეობით, აგრესიულობით და თავდადებით გამოირჩევიან.

რაც შეეხება სერხიო აგუეროს, რადამელ ფალკაოს და დიეგო ფორლანს, მათ გუნდისთვის უფრო მეტი გააკეთეს, ვიდრე მე
", - განაცხადა ტორესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული