შეგახსენებთ, რომ ტორესი მადრიდული კლუბის აღზრდილია, რომლის წინააღმდეგაც ევროპის სუპერთასის მატჩში უნდა ითამაშოს.
"ატლეტიკო" ძალიან ძლიერი გუნდია. მისი ცქერისგან სიამოვნებას ვიღებ, რადგან ის იმ თამაშს აჩვენებს, რომლის ხილვაც ყოველთვის გვინდოდა.
ამჟამად "ატლეტიკოს" ფეხბურთელები მოედანზე შრომისმოყვარეობით, აგრესიულობით და თავდადებით გამოირჩევიან.
რაც შეეხება სერხიო აგუეროს, რადამელ ფალკაოს და დიეგო ფორლანს, მათ გუნდისთვის უფრო მეტი გააკეთეს, ვიდრე მე", - განაცხადა ტორესმა.