"ამ ტრანსფერებზე მუშაობას ვაგრძელებთ და 10-12 საათი გვაქვს, რათა ყველა დეტალი შევათანხმოთ.
მოლაპარაკებათა წარმატებით დასრულებაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, თუ ამ გარიგებების დასრულებას მოვასწრებთ, გუნდს მნიშვნელოვანწილად გავაძლიერებთ.
საუბარია, მაგალითად, ისეთ ტოპკლასის ფეხბურთელზე, როგორიც მაიკონია, ასევე მატია ნასტასიჩზე, რომელიც მომავალში შესაძლოა ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გახდეს", - განაცხადა მანჩინიმ.