ვინ გაგიჟდა ლივერპულში?

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი მეკარე, თბილისის "დინამოსთნ" 1979 წლის ქართველთათვის ლეგენდარული დაპირისპირების მონაწილე რეი კლემენსი ამბობს, რომ ყველა, ვინც ამბობს, რომ მერსისაიდელთა მწვრთნელის თანამდებობიდან როი ჰოჯსონი უნდა გადადგეს, გიჟია.

შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონი გუნდში თავადაც ახალი მისულია - რაფა ბენიტესი გასულ ზაფხულს შეცვალა. კლემენსი კი ამბობს:

"როი ჰოჯსონმა "ბლექპულთან" მარცხს საწყენი ამბავი უწოდა, რაც, ეჭვი არ არის, მომხდარის მეტისმეტად მსუბუქი შეფასებაა. არავინ ელოდა, რომ "ლივერპული" ცხრილში ასეთ დაბალ პოზიციაზე აღმოჩნდებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ყველა დარწმუნებილა, რომ მალე გარდამტეხი მომენტი დადგება და "წითლები" კარგად
ათამაშდებიან.

ჰოჯსონის გაშვებაზე ლაპარაკი დღეს სიგიჟეა. მერწმუნეთ, "ლივერპულს" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც თუ აცლიან ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. მას სახელოები დაკაპიწებული აქვს და თუ კლუბის ხელმძღვანელები თავიანთ საქმეებს მოაგვარებენ, შესანიშნავ შედეგს აჩვენებს.
ერთი სიტყვით, ახლა უპრიანია "ლივერპულის" ყველა წევრმა მოინდომოს, ერთსულოვნება გამოიჩინოს და რეალისტური, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას და შესრულებას შეუდგეს.

ეჭვი არ მეპარება, მერსისაიდელებს კვლავ შეუძლიათ პრემიერლიგის მწვერვალთან მიახლოვება. ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. დანარჩენებმა მისი დავალებები უნდა შეასრულონ".

"წითლების" ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა დირკ კუიტმა კი გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.
"ნამდვილად ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. რაც "ლივერპულში" ვთამაშობ, ასეთი მწარე მარცხი, ალბათ, არც განგვიცდია და ამისათვის მინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო. ახლა, ყველაზე მთავარია კვლავ გამარჯვებათა გზაზე დავდგეთ. სამწუხაროა, სანაკრებო წყვეტა რომ დაგვემთხვა. ახლა, მთელი ორი კვირა "ბლექპულთან" წაგება უნდა გვეკიდოს კისერზე მძიმე ტვირთად".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული