22 წლის ფეხბურთელს, რომელიც ახლომხედველია, კონტაქტური ლინზების ტარება აღარ უნდა, პრობლემის სამუდამოდ გადასაჭრელად კი ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
შედეგად, ბალოტელი ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურის შეხვედრას "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" გამოტოვებს, რომელიც 1 სექტმებერს გაიმართება.
"მერიო ვერ ითამაშებს. მას კონტაქტური ლინზების ტარება აღარ სურს. ამ წუთში ბალოტელი თავს კარგად კი გრძნობს, მაგრამ პრობლემა შესაძლოა ნებისმიერ დროს შემოუბრუნდეს", - თქვა მანჩინიმ.