მარიო ბალოტელის თვალებზე ოპერაცია სჭირდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ 4 სექტემბერს მისი გუნდის იტალიელ ფორვარდ მარიო ბალოტელის თვალებზე ოპერაციას გაუკეთებენ.

22 წლის ფეხბურთელს, რომელიც ახლომხედველია, კონტაქტური ლინზების ტარება აღარ უნდა, პრობლემის სამუდამოდ გადასაჭრელად კი ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

შედეგად, ბალოტელი ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურის შეხვედრას "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" გამოტოვებს, რომელიც 1 სექტმებერს გაიმართება.

"მერიო ვერ ითამაშებს. მას კონტაქტური ლინზების ტარება აღარ სურს. ამ წუთში ბალოტელი თავს კარგად კი გრძნობს, მაგრამ პრობლემა შესაძლოა ნებისმიერ დროს შემოუბრუნდეს", - თქვა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული