კარლოს ტევესის გოლებმა "მანჩესტერ სიტიში" 50-ს გადააჭარბა

AutoSharing Option
1 სექტემბერს ინგლისის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ქუინზ პარკ რეინჯერსი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

სტუმართა კარში ერთერთი გოლი "ქალაქელთა" არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა გაიტანა.

ამგვარად, 28 წლის ფეხბურთელი პირველი ლეგიონერი გახდა, რომელსაც "მანჩესტერ სიტის" მაისურით ინგლისის პრემიერლიგაში 50 გოლზე მეტი გაუტანია. ინგლისის პრემიერლიგა 1992 წელს დაარსდა.

ტევესი "მანჩესტერ სიტიში" 2009 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა. პირველივე სეზონში მან 23 გოლი გაიტანა. მომავალ სეზონში ტევესმა მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო, გასულ წელს კი მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე
სეზონის პირველ სამ ტურში ტევესმა უკვე 3 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული