როი ჰოჯსონი ასაკოვან მოთამაშეებზე უარს არ იტყვის

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრებში ასაკოვანი ფეხბურთელების მიწვევაზე უახლოეს ხანში უარს არ იტყვის.

ინგლისელებს სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ორი მატჩის გამართვა ელით - მოლდოვის ნაკრებთან სტუმრად და უკრაინის ნაკრებთან შინ.

"ლონდონის "ჩელსიში" ანდრე ვილაშ-ბოაშის დროს შექმნილი მდგომარეობა გაიხსენეთ. ლონდონურმა კლუბმა სეზონის გადარჩენა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მხოლოდ გამოცდილი მოთამაშეების დაბრუნების შემდეგ შეძლო.

მე მოგება მსურს და ამიტომ ჯონ ტერიზე, ფრენკ ლემპარდსა და სტივენ ჯერარდზე უარს ვერ ვიტყვი. მათი დასვენება მხოლოდ მაშინ შემეძლება, როცა დარწმუნებული
ვიქნები, რომ მათი შემცვლელი ახალგაზრდა ფეხბურთელები მათზე უარესები არ იქნებიან. ახლა კი ეს ასე არ არის", - განაცხადა ჰოჯსონმა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული