ალექს ფერგიუსონი: უეინ რუნი და რობინ ვან პერსი თავდასხმაში ერთად ითამაშებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი და რობინ ვან პერსი მანჩესტერული კლუბის თავდასხმის მრისხანე ტანდემს შეადგენენ.

ჰოლანდიელის "არსენალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ გაჩნდა ხმები, რომლებიც რუნის "ოლდ ტრეფორდიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა სერ ალექსმა ისინი უარყო.

"ეს ჭორები საერთოდ არ მაინტერესებს. მე პირადად ეს ხმები ზიანს ვერ მომაყენებს, მაგრამ შესაძლოა უეინ რუნის თამაშზე უარყოფითად აისახოს.

მას შემდეგ, რაც რუნი დაბრუნდება ვან პერსისთან ერთად ითამაშებს. ორივე ონივერსალური მოთამაშეა და მათი გამოყენება ერთდროულად თავდასხმის სხვადასხვა პოზიციაზე შეიძლება", - განაცხადა შოტლანდიელმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული